|
2025-05-16 15:48:22, 1235 ნახვა
საზოგადოება
ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის სასამართლოსთან, მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციაზე ისმის შეძახილები „თავისუფლება მზია ამაღლობელს”. აღნიშნულის პარალელურად, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ შენობასთან არსებული ხმაური პროცესის ჩატარებას ხელს უშლის. მან ამ მიზეზით სხდომაზე შესვენება გამოაცხადა და თქვა, რომ პროცესი აქციის დასრულების შემდეგ განახლდება. რაც შეეხება აქციას, ამაღლობელის მხარდამჭერები მოსამართლეს მიმართავენ, რომ ის „არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ ამაღლობელის პატიმრობის გამო პასუხს აგებს“. „ირაკლი დგებუაძეს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ეს თქვა ექსპერტმა. შეგრცხვეთ, მოსამართლევ, თქვენი გადაწყვეტილების გამო არის მზია ციხეში! ვითხოვთ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მოსამართლე! იცოდეთ, რომ რეჟიმი როცა შეიცვლება, უკანონო პატიმრობაზე მოგეთხოვებათ პასუხი“, - აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი. ცნობისთვის, მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)