20:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 10:42:20, 1035 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება

მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მე მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა“, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამოცანა უნდა იყოს არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება.

„უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ ყველას, ვინც გირაოს გადაუხდელობით პატიმრობაში მიდის – ეს მართლაც მორალურად ძლიერი და ღირსეული აქტია, მაგრამ მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!

რეჟიმის სტრატეგია თავიდანვე იყო ლიდერების იზოლირება და პროტესტის გადაქცევა უთავო წინააღმდეგობად.

ფაქტია, თანამედროვე ავტოკრატიებს ამარცხებს ერთიანი მიზნისკენ შეკრული საზოგადოება – არა ციხეები. არც ბელარუსში, არც რუსეთში ციხეებმა არ გააძლიერა პროტესტი – პირიქით! საკმარისი ტყვეები უკვე ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს – ახლა კი გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი ძალა!

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება – მძლავრი წინააღმდეგობის ორგანიზება. ამიტომ ვთვლი, ლიდერები ერთად ციხეში კი არა, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics