12:08 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 10:31:41, 918 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა სტამბოლში 12:30 საათზე დაიწყება

რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა დღეს, მოსკოვის დროით 12:30 საათზე [თბილისის დროით 13:30 საათზე] სტამბოლში იგეგმება, - ამის შესახებ რუსულ მედიას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივ შეხვედრამდე თურქეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება.

„თურქეთი-რუსეთი-უკრაინის ფორმატში სამმხრივი შეხვედრა დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამუშაო ოფისში მოსკოვის დროით 12:30 საათზე დაიწყება. თურქეთის, აშშ-სა და უკრაინის შეხვედრა კი მოსკოვის დროით 10:45 საათზე დაიწყება“, - აღნიშნა წყარომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics