|
2025-05-14 20:11:11, 919 ნახვა
პოლიტიკა
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს; როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს
ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს ,- ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართულ მხარესთან გულწრფელები უნდა იყვნენ და უთხრან, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან. “ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. და ეს რთულია, ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს - იმ ყველაფერს, რასაც თვეებია და წლები ამბობდნენ, რომ ევროპასთან დაახლოება სურთ.. და იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია. და მათთან გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვუთხრათ, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო”, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)