|
2025-05-12 13:15:35, 997 ნახვა
მსოფლიო
ელისეს სასახლე - დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს
საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე პლატფორმა X-ზე წერს, რომ ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის კიევისკენ მიმავალ მატარებელში ყოფნის კადრებში მაგიდაზე უბრალო ხელსახოცი დევს. "როდესაც ევროპული ერთიანობა მიუღებელი ხდება, დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს". - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე წერს, რომ ეს ყალბი ამბავი ვრცელდება საფრანგეთის მტრების მიერ - როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. "მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ". - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, 11 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ის საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს მშვიდობის პროცესის ჩაშლასა და ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებს. "მას შემდეგ, რაც ზელენსკის მორიგი ჯოჯოხეთური ინტრიგისკენ უბიძგეს, რომელიც ევროპაში სისხლისღვრის გაგრძელებასა და მშვიდობის პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად, როგორც ანეკდოტში, ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი ჩასხდნენ მატარებელში და ჩაბერეს. მისი თქმით, ევროპის ბედს "ყველა გაგებით დამოკიდებული მედროვეები წყვეტენ". ზახაროვა პოსტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებითაც წერს. "2022 წელს ერთ დასავლელ ელჩს ვკითხე, როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ იარაღი გაუწონასწორებელ ნარკომან ზელენსკის? ის ხომ წლებია კოკაინს იღებს? მივიღე პასუხი, "ეს ევროკავშირისათვის ნორმალურია. ბევრი დასავლური სახელმწიფოს ლიდერი მომხმარებელია". - წერს ზახაროვა. საფრანგეთის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი და გერმანიის კანცლერი 10 მაისს კიევში მატარებლით ერთობლივად ჩავიდნენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)