|
2025-05-12 09:47:30, 1048 ნახვა
მსოფლიო
აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს
“ჰამასი” აცხადებს, რომ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, აშშ-ისრაელის მოქალაქეს, მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის წინ მიიღეს, რომელიც სამშაბათს არის დაგეგმილი. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელშეწყობაცაა. ედან ალექსანდერის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა და ამას „მონუმენტალური ამბავი“ და „კეთილი ნებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)