08:44 - 14 Aug, 2026
|
2025-05-11 13:02:05, 1213 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი „ფეისბუქზე“ წერს. „პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- აცხადებს ეკა წერეთელი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით. გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე - კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)