|
2025-05-10 17:23:20, 1504 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა წალენჯიხაში შეხვედრა გამართეს
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. რეგიონული კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა - რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას „ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან. „დღეს წალენჯიხაში ჩვენი კოალიციის მხარდამჭერ, საპროტესტო საზოგადოებას შევხვდი - ძალიან მაგარ, მებრძოლ ადამიანებს, სამეგრელოს ყველა რაიონიდან. ყოველდღე სამეგრელო იბრძვის ცვლილებებისთვის - დგას ქუჩაში და აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტს. მიხარია, რომ ჩვენი კოალიციას ამ მხარეშიც დიდი მატება აქვს. ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მათივე ინფორმაციით, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას აქტიურად განიხილება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხი. „შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია. რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ. რეგიონებში მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა რათა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პოლიტიკურ ლიდერებთან კოორდინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროტესტში ჩართულობის და ერთობლივი ბრძოლის ეფექტურად წარმართვისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)