|
2025-05-10 14:53:53, 868 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - თუ ვინმე ამ ქვეყანაში უპირისპირდება სუვერენულ არჩევანს, ეს არის ივანიშვილი
ავტორიტარული რეჟიმი ცრუობს, როდესაც ევროკავშირს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, ამ ქვეყანაში თუ ვინმე წესებს და პირობებს არღვევს, ეს ივანიშვილის „ოცნებაა“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა პირდაპირ კავშირში კრემლის რიტორიკასთან და ამიტომაც ებრძვიან საქართველოს ევროპულ მომავალს. „ავტორიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, ცრუობს, როდესაც ევროკავშირს ბრალს სდებს შიდა საქმეებში ჩარევაში, რამდენადაც ყველა ის ვალდებულება, რომელიც დემოკრატიის და გაწევრიანების გზაზე საქართველოს ჰქონდა, თავად ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდანაა ხელმოწერილი. როდესაც ისინი ამ ვალდებულებებს არღვევენ, იღებენ შესაბამის კრიტიკას. ამიტომაცაა მათი ანტიდასავლური რიტორიკა პირდაპირ კავშირში კრემლის რიტორიკასთან და ამიტომაც ებრძვიან საქართველოს ევროპულ მომავალს, რათა კრემლის ზურგით შეინარჩუნონ ძალაუფლება. დემოკრატიული რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმა, ფუნდამენტური უფლებები, მედიის თავისუფლება, ყველა ეს საკითხი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 9 აუცილებელ რეკომენდაციაში, რაზეც პასუხისმგებლობა და ვალდებულება აიღო ირაკლი კობახიძემ და შემდგომ გადაუხვია, როგორც მას სჩვევია ხოლმე. ამიტომ, თუ ვინმე ამ ქვეყანაში წესებს და პირობებს არღვევს, მათ შორის უპირისპირდება სუვერენულ არჩევანს, ეს არის ივანიშვილის ,,ოცნება” თავისი ირაკლი კობახიძის ბიჭებით, რომლებიც ღიად წავიდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპული მომავლის წინააღმდეგ“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)