|
2025-05-09 13:45:24, 816 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე
მინდა ყველა ქართველ მეგობარს ბედნიერი ევროპის დღე ვუსურვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შემოუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რა არის საჭირო გასაწევრიანებლად. „ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს, დღეს ეს ვიზეიმოთ. ყველა იცის, რა უნდა გაკეთდეს გასაწევრიანებლად და იმედი მაქვს მომავალში გაკეთდება და ჩვენ ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვაზე, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ვარშავაში გაიმართა და რომელზედაც მიწვეულები იყვნენ ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ელჩმა უპასუხა : „იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სწორ გზას დაუბრუნდება. „იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)