23:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 12:18:27, 794 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე - ეს არის საინფორმაციო ხმაური

ეს არის საინფორმაციო ხმაური - ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები თავის თანამემიტინგეებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რითაც მათ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმეს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ესტონეთის ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

„ეს არის საინფორმაციო ხმაური. გადაწყვეტილება. რომელიც იქნა მიღებული ორი თვის წინ. ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები ანუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა „ენჯეო“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ანტიქართულ აქციაში. ასე რომ, მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics