09:56 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 16:36:10, 832 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მოლაპარაკებებში რუსები ზედმეტად ბევრს ითხოვენ“.

„გვსურს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს, რათა კონფლიქტის ძირითადი მიზეზები აღმოიფხვრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებთან“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ვაშინგტონში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსები ახლა გარკვეულ მოთხოვნებს, გარკვეულ დათმობებს მოითხოვენ კონფლიქტის დასასრულებლად“.

„ძალიან პესიმისტურად არ ვარ განწყობილი ამის შესახებ და ვერ ვიტყვი, რომ რუსები დაინტერესებული არ არიან მოგვარებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics