16:16 - 15 Aug, 2026
|
2025-05-06 18:32:23, 1014 ნახვა
მსოფლიო
რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს და იმედი გამოთქვა, რომ მის ამ სურვილს რუსეთის ხელისუფლება დააკმაყოფილებს. "მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ", - განაცხადა სააგენტოსთან კადიროვმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტული პირი, რომელსაც თანამდებობიდან გადაყენებას სთხოვდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვი საჯაროდ ძალაუფლების დათმობაზე ალაპარაკდა. მან მსგავსი განცხადებები 2017, 2020 და 2022 წლებშიც გააკეთა, რომელთაგან არცერთს მისი წასვლა არ მოჰყოლია.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)