|
2025-05-05 15:00:58, 840 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - აქციებზე პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“
თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)