|
2025-05-05 14:52:49, 848 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ვხედავ იმას, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებული არ არის
ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს. „ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არამხოლოდ საქართველოში. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ შეექმნათ ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს რადიკალების სახით არის ქვეყანაში წარმოდგენილი. ეს რატომ სჭირდებოდათ? არ იფიქროთ, რომ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით აქვთ ეს დამოკიდებულება. ყველგან, სადაც ინტერესი აქვთ, იგივე მეთოდებით მუშაობენ - ქმნიან აგენტურულ ქსელს იმისთვის, რომ როცა დასჭირდებათ მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, რისი მცდელობაც საქართველოში ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა NED-ით, USAID-ით, სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ ჯერ დამარცხებული არ არის. ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ქვეყანას და ვიცავთ მის ინტერესს. თუ ის [დონალდ ტრამპი] მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ ვერ შეძლებს ამის მოგვარებას, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და გამოიყენონ, როგორც, მაგალითად, უკრაინა გამოიყენეს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კალაძემ. კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობების დარეგულირებას, არსებული ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მიესალმება. „არსებული ვითარება ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მათთვისაც მიღებული არ არის. ეს ყველაფერი შემოიფარგლებოდა იმით, რომ წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და ურთიერთობა იყოს ნორმალური, მეგობრული, პარტნიორული და ორმხრივი. არ უნდა იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ ამერიკა დიდი სახელმწიფოა და ზემოდან უნდა უყურებდეს პატარა სახელმწიფოს“, - განაცხადა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)