|
2025-05-02 15:08:39, 792 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი სასამართლოს იყენებს რეპრესიებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა. „დღეს ჩატარდა მორიგი პოლიტიკური პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ნამდვილად სიმბოლურია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა პოლიტპატიმრების პროცესი. ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს რეპრესიებისთვის ადამიანების წინააღმდეგ მათი ევროპული არჩევანისთვის, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, თუ იქნება ეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ექიმები, მსახიობები, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები. მიზანი ივანიშვილის არის ერთი - ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევა, ამ მომავლისთვის ვინც იბრძვის, მათი სამაგალითოდ დასჯა, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვაშინებს, არ შეგვაჩერებს, პირიქით მეტად გაგვაერთიანებს როგორც საზოგადოებას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)