|
2025-05-02 13:12:58, 801 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. „შექმნეს ე.წ. კომისია, დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო. არ გამოუვიდათ! ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. აფრასიძეები გამოიყვანეს მსხვერპლებად. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს. გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი იყვნენ თურმე რეჟიმის უბედური მსხვერპლები. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები და ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის პროექტი, თეთნულდის კურორტი... ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია. კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების. ე.წ. საგამოძიებო კომისიის ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაზე ფართოა და არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ესენი არიან ამით დაკავებულები. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, ჩემს ადგილს ისტორიაში ვერ წამართმევთ! ისტორია, რა თქმა უნდა, გამამართლებს და რა თქმა უნდა, ვერავინ შემომწვდებით! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გამანადგუროთ და ამას ახორციელებთ კიდეც. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გენის გამოცვლას ვერ შეძლებთ. ეს კონტრრევოლუცია ჩაფლავდება!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)