23:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 12:28:34, 720 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ - ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებულ „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ საუბრისას განაცხადა.

საგამოძიებო კომისია სპეცოპერაციისას მოკლულ მარად ართმელაძის მამას, მიხეილ ართმელაძეს უსმენს.

„თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე, მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში.

უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში.

თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics