|
2025-05-01 15:07:01, 765 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ის, რაც საგარეო უწყებაში იგეგმება, საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება - საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან - გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. გაკვეთილი კი ისაა, რაც ჩერჩილმა დიდი ხნის წინ თქვა, „ნიანგთან ზავი მხოლოდ იმაზე გამოდის, ბოლოს შეგჭამს თუ არა“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმება და 250 პირის გათავისუფლება იგეგმება. სამადაშვილის თქმით, აფასებს ყველას, ვინც გააპროტესტა „ევროპული მომავლის გაუქმება“. „გასაოცარი იყო ჩემთვის დუმილი, რომლითაც დიპლომატიური სამსახური ხვდებოდა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას, რომელიც აშკარად და დაუფარავად მიდის უკვე წლებია. განსაკუთრებით დამაყრუებელი იყო მათი სიჩუმე, როდესაც პირველ ჯერზე, აგენტების რუსული კანონის ინიცირება მოხდა. სიჩუმე, როდესაც კანონი მიიღეს. ვაფასებ ყველას, ვინც 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის განაცხადზე საპასუხოდ სწორი ნაბიჯი გადადგა, ქვეყნის ერთგული დარჩა და გააპროტესტა ევროპული მომავლის გაუქმება. მაგრამ დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი უბრალოდ მოგვიანებით შეგჭამს. წესით გაკვეთილია ყველასთვის, ვინც ხედავს, რომ რუსეთის მსახურებას აიძულებენ და დღემდე ჩუმადაა“, -განაცხადა სამადაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)