|
2025-05-01 14:26:55, 743 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - იმედი გვაქვს, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირდებოდათ მხოლოდ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. „კოალიციას ჯერ უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა, მათ კი არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ. თავად სალომე ზურაბიშვილი სჭირდებოდათ მაშინ, როცა მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. დღეს ხედავთ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები, შეკრებები – ვისთან შეიკრიბებიან, როგორ, რანაირად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, გვაქვს გეგმა, ვემზადებით არჩევნებისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა. იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხისგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)