02:00 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 11:04:19, 748 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, უკეთეს ფორმაში თუ ხართო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე გვკითხეს, ახალი არჩევნები რომ დანიშნოს „ოცნებამ“, უკეთეს ფორმაში თუ ხართო. ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაფართოებაზეა მიმართული, ოპოზიციას ამყოფებს უკეთეს ფორმაში, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ზურაბიშვილის პროცესი განსხვავდება ყველა წინა პროცესისგან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა.

„სალომე ზურაბიშვილის პროექტი არის ასეთი – ქვემოდან ზემოთ პროცესი, რომელიც არსებულ შეთანხმებებზე აგებს პროცესს და ზემოდან თავს არაფერს ახვევს, სახალხო პროტესტის ამოცანებიდან ამოდის ზემოთ, და არა ლიდერების ამოცანებიდან – ქვემოთ.

ამასთან, ის ღიაა ყველასთვის, ვინც ამ სულისკვეთებას იზიარებს და პროცესის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

ესაა ზურაბიშვილის პროცესის განსხვავება ყველა წინა პროცესთან, რომელიც რომელიმე ბელადის ან დონორის ეგოს უტრიალებდა, შეკუმშვაზე იყო მიმართული და გაფართოებად ძალებს პროცესიდან აგდებდა.

როგორ შეიძლებოდა გაემარჯვა პროცესს, სადაც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც თალსაჩინოდ, ყველასთვის დასანახად იზრდებოდა და ფართოვდებოდა, ადგილი ვერ იპოვა?

ეს ფიზიკურად, ინჟინრულად შეუძლებელია.

ფართო უგებს ვიწროს ამ საქმეში.

თუ პროცესის მონაწილე ელემენტებს გაფართოების პოტენციალი აქვთ, პროცესი ფართოვდება, თუ არ აქვთ, სტატიკურიც არ რჩება – ვიწროვდება, იმიტომ რომ ველოსიპედის პრინციპია – თუ არ მიდიხარ, ეცემი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics