|
2025-04-29 15:04:36, 843 ნახვა
სამართალი
პატიმრების ოჯახები საზმაუსგან ეთერს და სხდომების LIVE-ში გადაცემას ითხოვენ
პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ, რომ მათ არხზე პირდაპირი ეთერი დაუთმონ და ასევე, რეჟიმის პატიმრების სასამართლო პროცესები პირდაპირ ეთერში გადასცენ. "ჩვენ, სინდისის პატიმრების ოჯახები გულწრფელი თხოვნითა და მტკიცე მოთხოვნით მოგმართავთ: იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენი ოჯახის წევრები იმყოფებიან:
ჩვენი მოთხოვნები თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუტურ მიზნებს ემყარება, რომ დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპის დაცვით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების სრულფასოვანი გაშუქება უზრუნველყოს". - ამბობენ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები. პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მათი მოთხოვნების შესასრულებლად 3-დღიან ვადას აძლევენ - წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლობის მონიტორინგის ორგანიზაციებს, მათ შორის, ორგანიზაცია Public Media Alliance-ს მიმართონ. გარდა ამისა, პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების დეპარტამენტს, ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციასა და სხვა შესაბამის ინსტიტუტებს მიმართავენ, რათა "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი ინტერესებისა და სამართლიანი ინფორმირების ვალდებულების შესაძლო დარღვევებს სათანადო ყურადღება მიაქციონ".
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)