|
2025-04-28 16:02:09, 625 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - პარლამენტი გამართულად მუშაობს, ბევრი კანონია მიღებული
პარლამენტი გამართულად მუშაობს, ბევრი კანონია მიღებული, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. „ოპოზიცია ჩვენ გვადანაშაულებს იმაში, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, დიდი ბოდიში, ერთპარტიული არ არის, საპარლამენტო ოპოზიცია არსებობს. მათთვის არაფერი აგვიკრძალავს, მათ ხალხმა 61 მანდატი მისცა. მათ პარლამენტში რომ ემუშავათ, სერიოზული ტრიბუნა ექნებოდათ, თუმცა მანდატების გაუქმება მოითხოვეს. დღეს გაბოროტებულები არიან, რადგან ქუჩაში დარჩნენ. უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ მანდატებზე უარის თქმით საკუთარი თავის ჰარაკირი ჩაიტარა, ამომრჩეველს იმედები გაუცრუა და მათი ნდობაც დაკარგა. მათ სიებში ზოგი იმიტომ მოხვდა, რომ კონკრეტული თანხა ჰქონდა გადახდილი. ვიღაცამ შრომა გასწია, ხოლო ვიღაცა დეპუტატობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მათ რიგებში სერიოზული უკმაყოფილებაა. როგორც ჩანს, მათმა პატრონებმა ქართული რეალობა კარგად ვერ შეისწავლეს, რადგან ისეთი გაიდლაინებით მოქმედებენ, რომელიც რეგიონულია, მაგრამ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)