|
2025-04-25 13:26:30, 935 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს
„ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართულ ოცნებას“ დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“. „ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან არ მიდის პარტიის თავმჯდომარე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით. მათ არ უნდათ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ პირიქით, ძალაუფლება უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილის და მისი დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს შორის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თითოეული ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)