22:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-20 11:20:12, 962 ნახვა

მსოფლიო
პუტინი 9 მაისისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის თითოეულ სკოლას ერთ მილიონ რუბლს გადასცემს

19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწვია.

კირიენკო ცხინვალში როგორც კრემლის კურატორი პირველად ეწვია.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრისას, კირიენკომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით "9 მაისისთვის, სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებასა და სკოლას რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან ერთი მილიონი რუბლი (33 000 ლარი) გადაეცემა". 

კირიენკოს განმარტებით, ეს თანხა დიდწილად გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაიხარჯება, რაც მემორიალების, სამახსოვრო სტენდებისა და მუზეუმების კეთილმოწყობას გულისხმობს.

ამასთან, კირიენკომ აღნიშნა, რომ პუტინმა რესპუბლიკაში პრომსვიაზბანკის განყოფილების გახსნაც დაავალა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, პენსიონერებს ახალი ბანკის მეშვეობით, პენსიის აღება უფრო გაუმარტივდებათ.

გარდა ამისა, პუტინმა "მიიღო გადაწყვეტილება გამოყოს მნიშვნელოვანი თანხები საბაჟო-გამშვებ პუნქტ ქვედა ზარამაგის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციისთვის", თქვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics