|
2025-04-18 15:23:02, 635 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია!
ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! - ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს, - ამის შესახებ “სტრატეგია - აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ“. “ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“- ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია - საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ „რუსულ კანონებს“. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)