23:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 14:04:34, 629 ნახვა

მსოფლიო
9 მაისს მოსკოვში ვუჩიჩის ჩასვლის შემთხვევაში EU-ში სერბეთს არ მიიღებენ

გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, თუკი სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მაისში რუსეთში ჩავა და მოსკოვში გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს დაესწრება, ამან შესაძლოა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებები შექმნას.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ვუჩიჩი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრება.

ამის საპასუხოდ, ევროპელი მაღალჩინოსნები ვუჩიჩს აფრთხილებენ, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და ბლოკში სერბეთის გაწევრიანების მისწრაფებებს სწორი გზიდან გადაიყვანს.

"გვესაჭიროება უზრუნველვყოთ, რომ მათ ესმოდეთ - მსგავსი გადაწყვეტილებები ფასს მოითხოვს". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, იონათან ვსევიოვმა. "შედეგი ის იქნება, რომ ისინი ევროკავშირში ვერ შევლენ". - განმარტა მან.

ვსევიოვმა დაამატა, რომ "რუსები აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხალხი დასწრებოდა... ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიტმუსის ტესტია. რეალურად, ჩვენ ვუყურებთ, ჩვენს მხარეს არიან ისინი, თუ მეორე გუნდის მხარეს თამაშობენ".

ამას გარდა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 აპრილს ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics