|
2025-04-16 12:33:45, 518 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ხალხს თუ ბოიკოტის განწყობა ექნება, ოპოზიციური პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ გაბედავენ
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს „არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც ქართველი ხალხი შექმნის“. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჭეშმარიტებას: თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას გადაწყვეტს არა უპიროთა პირობები, არამედ გარემოებები, რომელთაც შექმნის ქართველი ხალხი. 28 ნოემბერს რომ ხალხს ქუჩაში არ ეხუვლა, ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტში იჯდებოდა - ეს ჩემი მტკიცე რწმენაა. იგივე მოხდება ახლაც. ხალხს თუ ექნა ბოიკოტის განწყობა, ვერც გახარია, ვერც „ლელო“ და ვერც „ენმ“ („აჰლიანად“) მონაწილეობას ვერ გაბედავს. თუ არ ექნა, ცოლ-შვილიც რომ დააგირაოს ყველა პარტიამ, მაინც დაარღვევენ. პირობის დარღვევა დამატებითი ზიანია და ჩვენ გვჯერა, რომ საპროტესტო ელექტორატი იმედგაცრუებებისგან უნდა დავიცვათ. „ფედერალისტები“ იმ გარემოებების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ, რაც ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს და უნებისყოფო ძალებს თეთრი დროშის ფრიალისგან შეაკავებს".- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)