|
2025-04-15 16:00:41, 775 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას
პლენარულ სხდომაზე I მოსმენით მხარი დაუჭირეს ,,ქართული ოცნების" მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის. არჩილ გორდულაძემ სხდომაზე თქვა, რომ თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან ერთად, მთავრობას ექნება რომ არა მარტო გრანტის ხელშეკრულებაზე, არამედ წვდომის უფლება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც საჭირო იქნება "ამ საკითხის განხილვის ფარგლებში" და ანტიკორუფციულ ბიუროს შეეძლება ინდივიდის "მიღებული სახსრების" შემოწმება და თუკი "ეს აღმოჩნდება გრანტი" დაიწყება "ის პროცედურა, რომელიც კანონპროექტით არის შემოთავაზებული". პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნულ ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)