|
2025-04-14 15:50:51, 835 ნახვა
მსოფლიო
კრლემი სუმის დაბომბვაზე - რუსეთის არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს
კრემლი თავისივე შეიარაღებული ძალების მიერ 13 აპრილს უკრაინულ ქალაქ სუმიზე მიტანილ მომაკვდინებელ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს. "ჩვენ არმიას იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს". - თქვა პესკოვმა პრესბრიფინგზე 13 აპრილის იერიშისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარის შესახებ, რომ რუსეთმა "შეცდომა დაუშვა". ცნობისთვის, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსებმა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით უკრაინული ქალაქის, სუმის მჭიდროდ დასახლებული ცენტრი დაბომბეს. სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 117 ადამიანი. აღნიშნულს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთმა "შეცდომა დაუშვა". "ვფიქრობ, რომ ეს საშინელი რამ იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს, თუმცა ეს საშინელი რამ არის. ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა". - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ყოფნისას. ამასთან, რუსების მიერ 4 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე მიტანილ იერიშს კი 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი. დაშავდა 75-მდე ადამიანი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)