|
2025-04-12 16:47:42, 824 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - დღეს ე.წ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა „კანალ რასიას“
რეჟიმის შეცვლის შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების ახალი მოდელი უნდა დავნერგოთ,- ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მოქალაქეები „100 მილიონს იხდიან იმისთვის, რომ ხალხს ტვინი ურეცხონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პროპაგანდით“. „დღეს ე.წ საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ,,კანალ რასიას“. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თავისუფალი საუბრის და აზროვნების არავითარი სივრცე ამ არხზე არ არსებობს. რეჟიმის შეცვლის შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების ახალი მოდელი უნდა დავნერგოთ. დღეს, წელიწადში 100 მილიონს ვიხდით იმისთვის, რომ ხალხს ტვინი ურეცხონ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პროპაგანდით. ჩემი სრული მხარდაჭერა საზმაუდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს“,- წერს ანა დოლიძე. ცნობისთვის, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 11 აპრილს ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიიდან წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს. განცხადების თანახმად, „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას“. დღეს „პირველი არხი“ დატოვა კიდევ ორმა თანამშრომელმა, თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)