|
2025-04-12 15:49:30, 1567 ნახვა
პოლიტიკა
„ანწუხელიძე უკვდავია“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
„ანწუხელიძე უკვდავია“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მყოფი მოქალაქეები, „ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, გიორგი ანწუხელიძე მოიხსენია როგორც „უაზროდ განწირული, ვიღაცის პიარისთვის“. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თეა წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მათი თქმით, გიორგი ანწუხელიძე ქართველი კაცისა და მებრძოლის სახეა და თეა წულუკიანის ამგვარი განცხადება ქართველ ხალში ბრაზს იწვევს, რომელსაც ხელისუფლება, ვერაფერს დაუპირისპირებს. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, „ოპოზიციის გასაშავებლად არ შეიძლება ქვეყნის ისტორია გააშავო“. „ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 2008 წლის ომის და იმ ტრაგედიის გაუფასურება ხდება, რაც დაგვემართა. განცდა მაქვს, წლების წინ, ეს განცხადება რომ ყოფილიყო, დღეს კიდევ უფრო მეტად გავბრაზდებოდით, მაგრამ იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა მიგვაჩვია, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორია პირდაპირ ეთერში გადაიწეროს. აქედან გამომდინარე, ამ ამბავს ვაპროტესტებთ. ეს იყო გმირობა, მას [ანწუხელიძეს] შეეძლო სახელმწიფო სიმბოლიკისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც იყო მისთვის იდეა, რაც ყველაზე მეტად ძვირფასი იყო, ვიდრე რომელიმე პარტია, ან საერთოდ ხელისუფლება. სამშობლო და ქვეყანა იყო მისთვის პრიორიტეტული, არ შეიძლება, დღეს ვიღაც პარტია, ოპოზიცია არ მოგწონდეს და იმის გამო, რომ გააშავო, დგახარ და ქვეყნის ისტორიას აშავებ“, - განაცხადა კობერიძე. რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ვითარებას, ადგილზე მყოფი მოქალაქეები სკანდირებენ - „ანწუხელიძე გმირია“, „ანწუხელიძე უკვდავია“ და თან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა: „მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)