|
2025-04-11 19:02:37, 679 ნახვა
პოლიტიკა
ახალი რეგლამენტით, პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება
პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება - ახალი რეგლამენტით განისაზღვრება, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ. პარლამენტში ინიცირებული რეგლამენტის პროექტის მიხედვით, დეპუტატს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს ან ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. ბოიკოტის განცხადებაში კი უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი. „საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ბოიკოტის მექანიზმს ხშირად არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ. მიუხედავად მოქმედი რეგლამენტის ნორმისა, რომ ბოიკოტი განსახილველ საკითხს ეხება, საპარლამენტო სუბიექტები აცხადებდნენ ზოგად ბოიკოტს პლენარული სხდომების კვირის, ზოგჯერ კი − მთლიანად სასესიო პერიოდის მიმართ. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული მექანიზმის კიდევ უფრო დაზუსტება“, - ნათქვამია რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში. ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)