|
2025-04-10 13:04:37, 573 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც „სჭირდება მეგობრები და არა ბატონები“. კალაძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილი დებატები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ზემოდან მაყურებლების ტონი კატეგორიულად მიუღებელია“. „ამ ტონით საუბარი და ამ ტიპის მუქარები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე და ჩემს თანაგუნდელებს არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მზად არის მეგობრობისთვის. მზად არის იმისთვის, რომ გაღრმავდეს ურთიერთობები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. შესაბამისად, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები“,-განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)