10:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 11:01:58, 567 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ - როინ შავაძის მკვლელობის საქმესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს.

კომისიის სხდომაზე დაბარებული არიან ციცინო შავაძე, დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი და ნოდარ მუსერიძე.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია და ის 5 კონკრეტული თავისგან შედგება.

„ხუთივე თავი შეესაბამება იმ 5 თემას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისთვის არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის თემა; მკვლელობები, წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; პირადი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები; ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებო; მედიათავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები", - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics