|
2025-04-09 20:30:32, 754 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რაც მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროკავშირს, მით უკეთესი
კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადების იმ ნაწილს, სადაც გალერი აღნიშნავს: „თუ არ ვცდები, ივანიშვილი ასევე არის საფრანგეთის მოქალაქე. ამიტომ თუ მას აქვს აქტივები საფრანგეთში, იქნებ რამე ზომების მიღება ასევე არის შესაძლებელი“. „საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)