11:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 13:19:06, 627 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გარე ძალები ცდილობენ კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად

საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად.

„ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დავწერე - ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარე ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარეშემო. საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics