|
2025-04-09 11:12:29, 632 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ადამიანები რუსი ბანის პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან
36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წერს. „36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება! 36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან. საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას!“- წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“. 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. დაპირისპირება საჯარო მოხლეების გამოჩენას მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)