01:59 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 21:47:48, 796 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთის, აშშ-ს, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისისა და იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა.

საფრანგეთის, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერებმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აღდგენა მოითხოვეს.

„ღაზაში მართვა, კანონისა და წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება, ისევე როგორც პალესტინის ტერიტორიებზე, გაძლიერებული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics