|
2025-04-06 14:34:08, 898 ნახვა
მსოფლიო
აშშ სამხრეთ სუდანის მოქალაქეებისთვის გაცემულ ვიზებს აუქმებს
აშშ სამხრეთ სუდანის პასპორტის მფლობელ პირებს ვიზებს უუქმებს. ამის მიზეზი სამხრეთ სუდანის მხრიდან აშშ-დან დეპორტირებული მოქალაქეების მიღების უარი გახდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გააკეთა. რუბიოს თქმით, ვიზების გაუქმების გარდა, აშშ ასევე ზღუდავს ვიზების გაცემის ნებისმიერ ახალ პროცესს სამხრეთ სუდანის მოქალაქეებისთვის, რათა თავიდან აიცილოს მათი ქვეყანაში შესვლა "იმის გამო, რომ სამხრეთ სუდანის გარდამავალმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ პრინციპის პატივისცემა, ძალაში დაუყოვნებლივ შედის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გააუქმოს სამხრეთ სუდანის პასპორტის მფლობელი პირებისთვის გაცემული ყველა ვიზა და შეზღუდოს ახალი ვიზების გაცემა, რათა მათი შესვლა შეერთებულ შტატებში აღარ მოხდეს" - თქვა რუბიომ რუბიოს თქმით, სამხრეთ სუდანის ხელისუფლება აშშ-ს "კეთილდღეობით სარგებლობს". "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ უზრუნველყოს მიგრაციის კანონების აღსრულება – ეს პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ყველა ქვეყანამ დროულად უნდა მიიღოს თავისი მოქალაქეები უკან მაშინ, როდესაც მეორე ქვეყანას მათი გაძევება სურს" - თქვა რუბიომ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლება ამ ზომებს სამხრეთ სუდანის მხრიდან სრულ თანამშრომლობის შემთხვევაში გადახედავს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)