|
2025-04-06 10:35:16, 755 ნახვა
მსოფლიო
სკოტ ბესენტი - ზელენსკიმ თეთრ სახლში ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი შეთანხმება ჩაშალა
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესნეტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ყველაზე მარტივად ხელმოსაწერი იშვიათი მინერალების შეთანხმება გააფუჭა. "ის მივიდა ოვალურ ოფისში და მსოფლიოში ყველაზე მარტივად გასაკეთებელი საქმე ჩაშალა". - აღნიშნა ბესენტმა ინტერვიუში. მისი თქმით, ზელენსკის საკუთარი უკმაყოფილება კერძო შეხვედრაზე შეეძლო გამოეხატა. "ჩვენ უნდა გვქონოდა კერძო ლანჩი, თუ მას რაიმე წინააღმდეგობა ჰქონდა, იქ იქნებოდა ცხრა ჩვენი წარმომადგენელი და ცხრა მათგანი". - თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა. ბესენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს "შეცდომა" გამოსწორდება. "ჩვენ ველოდებით უკრაინის ტექნიკურ ჯგუფს მომავალ კვირაში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხის ხელმოწერას და ორივე მხარე გამარჯვებულ სიტუაციაში აღმოჩნდება". - აღნიშნა მინისტრმა. მანამდე, 31 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს. "ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები". - თქვა ტრამპმა Air Forc One-ზე ყოფნისას. "ჩვენ შევთანხმდით იშვიათ მინერალებზე და ახლა ის [ზელენსკი] ამბობს, "იცით, მე მინდა ხელახლა გადავხედოთ მას. თუ ის აპირებს შეთანხმების გადახედვას, მას დიდი პრობლემები ექნება". - აღნიშნა ტრამპმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)