02:54 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 16:10:05, 878 ნახვა

მსოფლიო
მარკ რუტე - ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს

ამ ორი დღის დისკუსიებიდან მიღებული კონსენსუსი არის ის, რომ მაშინ, როცა მსოფლიო უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე ემუქრება.

„ყველაზე პირდაპირი რუსეთისგან, მაგრამ სხვებისგანაც, სახელმწიფოსგან თუ არასახელმწიფოსგან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთის ფლანგსა და კიბერსივრცეში - როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ძალები და შესაძლებლობები, რათა შევაკავოთ აგრესია და დავიცვათ თავი, თუ ვინმე თავდასხმის განხორციელების შეცდომას დაუშვებს“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, მთელი ალიანსისთვის ნათელია, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, თუნდაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი დასრულდეს.

რუტემ ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთთან დაკავშირებით გულუბრყვილო არავინაა“, მაგრამ აღნიშნა, რომ „ომის დასრულების შესახებ მოსკოვთან მოლაპარაკებები აუცილებელია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics