|
2025-04-04 15:11:30, 848 ნახვა
პოლიტიკა
რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილს აღარ ნიშნავენ
რეგიონული განვითარების მინისტრად გრიგოლ ლილუაშვილს აღარ ნიშნავენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს. მის ნაცვლად დაინიშნება კახა გულედანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა. "ოცნების" მთავრობას ის მიმდინარე კვირის დასაწყისში დაანონსებული ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად უნდა გადაეყვანა, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მისი მინისტრად დანიშვნა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიფიქრეს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)