|
2025-04-04 12:38:08, 720 ნახვა
მსოფლიო
ერ-რიადში მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის წარმომადგენლებს ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ
სააგენტო Агентства წერს, რომ 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის შეხვედრაზე მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილის გამო რუსული მხარის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება მოხდა. 18 თებერვალს რუსულ დელეგაციას ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ, თუმცა მოლაპარაკებების დაწყების კადრებში რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევიც ჩანს. Агентства წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერ-რიადის მოლაპარაკებებამდე პუტინმა ლავროვს უთხრა, რომ რუსული დელეგაცია მხოლოდ ორი ადამიანისგან შედგებოდა. დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ კი პუტინმა მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მისცა, თუმცა ლავროვისთვის ამის შესახებ არ უთქვამს. წყარო ამტკიცებს, რომ ლავროვი გაოცებული დარჩა, როცა მოლაპარაკების დარბაზში რუსული მხრიდან სამი სავარძელი დახვდა. წყაროს მტკიცებით, ლავროვმა სავარძელი მაგიდიდან გაწია და თქვა, "თუ მას [დმიტრიევს] მონაწილეობა სურს, ამის შესახებ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა მითხრას", რის შემდეგაც დმიტრიევმა დარბაზი დატოვა. გამოცემა წერს, რომ დმიტრიევმა ერთ-ერთი ტექნიკური შესვენების დროს მაინც მოახერხა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. "ამერიკელებიც ბრუნდებოდნენ და ლავროვისთვის უხერხული იყო ჩხუბი. დმიტრიევმა მას სთხოვა, რომ სულ 15 წუთით ყოფნა სჭირდებოდა". - აცხადებს წყარო. Агентства წერს, რომ ვერ მოახერხა დამოუკიდებლად დაედასტურებინა წყაროს ზოგიერთი განცხადება. მოლაპარაკებების კადრებში კრემლის წარმომადგენლების გვერდით მესამე სავარძელი არ ჩანს, თუმცა РФПИ-ის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ კულუარებში დმიტრიევი მარკო რუბიოსთან, მაიკ უოლცთან და სტივ უიტკოფთან საუბრობს. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 18 თებერვალს გაიმართა. ამერიკულ მხარეს შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი, ხოლო რუსულ მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი წარმოადგენენ.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)