|
2025-04-04 09:33:57, 922 ნახვა
საზოგადოება
4 აპრილი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 აპრილს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +7, +12°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალ მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10°, დღისით +21°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +10.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)