15:25 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 08:59:46, 1156 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე - აფლატოქსინების რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათში“ გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს

აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის ან სხვა რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „სოფლის ნობათმა“, სადაც აღნიშნულია: „გაყიდვიდან ვიღებთ პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას, პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იგი, შესაძლოა, ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics