|
2025-04-01 15:08:39, 1029 ნახვა
საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძის დედა - არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს
არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს!, - ამის შეახებ პოლიტპატიმარ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს. „არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს! "ჯერ საქართველო განთავისუფლდეს და მერე გამოვიდნენ პატიმრებიო, ასე თქვეს მშობლებმაო! "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის ხალხი! მაგრამ ჩემ შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ! თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე, იზრუნეთ! ჩემთვის პრიორიტეტი ესაა! მერე ისინიც დადგებიან სამშობლოსთვის და ევროპული მომავლისთვის როგორც აქამდე იდგნენ! უნდა დავიხსნათ ჩვენი ბიჭები და არ გაძლევთ იმის უფლებას ივაჭროთ მათით და ჩვენით! არ დავასახელებ ჯერჯერობით ვინც გამოვიდა გუშინ და თქვა ეს! სპეკულაციაა ჩვეულებრივი და არ ვაძლევ უფლებას ისპეკულირონ ჩვენი ტყვეებით! ჯერ პატიმრები და მერე სხვა ყველაფერი! ესაა ჩემი აზრიც, სიტყვაც, სურვილიც! ვისაც როგორ გინდათ, ისე გაიგეთ! 18 წლიდან სამშობლოს დასაცავად ვდგავარ იქ სადაც საჭიროა და ჩვენ შვილებს ლუკმად ვერავის გადმოგიგდებთ დღეს!“, - წერს ლიკა გუნცაძე.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)