|
2025-03-31 20:17:43, 823 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, აქციები დროა, ქმედებაში გადაიზარდოს
პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს. ბურჭულაძის თქმით, ხალხის აქციები დროა “ქმედებაში გადაიზარდოს”. “მინდა, ყველას მივულოცო დიდებული დღე. როგორც მისალოცია, ასევე, სამწუხაროა დღეა იმით, რომ ჩვენ, 34 წლის შემდეგ კიდევ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერი. ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, ისინი უკიდურეს ზომამდე მივიდნენ, უნდათ, რომ გააუქმონ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! გარე მტერი უფრო ადვილი მოსაგერიებელია, ვიდრე შიდა. ახლა ვიცი ვინ არის შიდა მტერი, რას აკეთებს. ძნელია, მაგრამ აუცილებლად მოვიშორებთ მათ. პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ. მდუმარე და ხალხის აქციები დროა გადაიზარდოს ქმედებაში. როგორ ქმედებაში არ ვიცი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)