|
2025-03-31 13:50:40, 741 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - დღევანდელი აქცია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების კიდევ ერთი მცდელობაა, თავი დაიტოვონ პოლიტიკურ სივრცეში
დღევანდელი აქცია ამ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების კიდევ ერთი სურვილი თუ მცდელობაა, რომ თავი დაიტოვონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და საერთოდ არ გაქრნენ - რაოდენ ცინიკურია, რომ ეს პროცესი მათ საქართველოს იმ ისტორიულ მოვლენებს დაამთხვიეს, რასაც საქართველოში პირველი რეფერენდუმი ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ „თავი გაიცოცხლოს“. „დღევანდელი აქცია ამ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების კიდევ ერთი სურვილი თუ მცდელობაა, რომ თავი დაიტოვონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და საერთოდ არ გაქრნენ. ბოლოს საზოგადოებაც კარგად ხედავს, თუკი ეს ძალები სადმე არიან წარმოდგენილი, არიან არა საკუთარ მოქალაქეებთან, არამედ დადიან დედაქალაქ-დედაქალაქ და კვლავ გარედან შიგნით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, რადგან შიგნით პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ან მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან ამ პროცესის დაწყებას, რომ რაღაცნაირად თავი გაიცოცხლონ. რაოდენ ცინიკურია, რომ ეს პროცესი მათ საქართველოს იმ ისტორიულ მოვლენებს დაამთხვიეს, რასაც საქართველოში პირველი რეფერენდუმი ჰქვია, რომელსაც შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა დაეფუძნა. ეს არის და ეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების განწყობებს, ვაკვირდებით ამას და ვმუშაობთ საზოგადოებასთან. საზოგადოებას აინტერესებს არა ეს პოლიტიკური რადიკალიზმი, არამედ აინტერესებს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ნაბიჯები და ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება, მათი ცხოვრება უკეთესი იყო მომავალში“, - განაცხადა მახაშვილმა. ცნობისთვის, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება. აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. როგორც ცნობილია, 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)