|
2025-03-28 14:33:27, 728 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი თავდგირიძე - ომის დაწყება-არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს
ომის დაწყება არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს. ეს კომისია რუსეთის კონკრეტულ ინტერესს ემსახურება - ამის შესახებ ">კომენტარს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილი რექტორი, გადამდგარი პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე საკუთარ სოციალურ ქსელში აკეთებს. "რას ეძებს ოცნება? ომის დაწყება არ დაწყებაში ოცნება დანაშაულს ვერ მიაგნებს, თავდაცვითი ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენება კონსტიტუციური უფლებაა ( ვალდებულებაა), ამიტომ როგორც არ უნდა დადგეს საკითხი და რაც არ უნდა გამოიკვეთოს დანაშაულის აღმოჩენა შეუძლებელი იქნება. არსებობს კიდე ერთი ალბათობა, სამხედროდანაშაულები ომის დროს. მაგრამ აქაც, ბრიუსელში და ჰააგაში დაადასტურეს, რომ ამ ომში სამხედრო დანაშაულები საქართველოს მხრიდან ჩადენილი არ არის. ანუ, პოლიტიკოსების მხრიდან დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის ალბათობაც გამოირიცხა. შესაბამისად სამხედროების დაბარებას და გამოკითხვას აზრი არა აქვს, დანაშაულზე მათ ინფორმაცია უბრალოდ ვერ ექნება. მაშინ, რჩება მხოლოდ ერთი თემა, არა დანაშაულის გამოკვეთა, არამედ შეფასება, ომი ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, ფაქტის დადგენა, რომელსაც საქართველოში არანაირი იურიდიული წონა არ ექნება, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისათვის, განსაკუთრებით დიპლომატიურ ველზე პუტინის პოზიციების გასაუმჯობესებლად. რუსეთს ახლა ძალიან ჭირდება, რომ პოზიციონირებდეს როგორც კონფლიქტის მხარე და არა როგორც აგრესორი. იგივე კლიშე დაედება უკრაინასთან ომსაც, რომ ომს ობიექტური მიზეზი ჰქონდა და რუსეთმა გადაამეტა ძალას, აგრესორი კი არ არის, კონფლიქტში იქნა ჩათრეული. ამიტომ, ეს კომისია რუსეთის ამ კონკრეტულ ინტერესს ემსახურება, დანარჩენი უბრალოდ თანმდევი პროცესია, სპექტაკლის ნაწილი." - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)